Saturday, March 12, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

             ეს ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი. შევიტყვე ძალიან ბევრი სიახლე. ამ პროექტით ვისწავლე ღრუბლებში მუშაობა, შეფასების ჩეკლისტი. გავაკეთეთ პროექტი, გავითვალისწინე ტრენერის შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით.

 უღრმესი მადლობა ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილს                                   

Sunday, March 6, 2016

მერვე დღე

 
ვისაუბრეთ მოიწავლეთა საჭიროებებზე მაღალ სააზროვნო უნარებზე,მოსწავლეტა ინდივიდუალურ  მიდგომებზე დიფერენცირებულ სწავლებაზე გავწერეთ დავალებები სუსტ და მაღალაკადემიურ მოსწრების მოსწავლეებისათვის .პროექტის გეგმის შაბლონი  შევავსეთ ბოლომდე .განახლებული გრგმა ავტვირთეთ ღრუბლებში.პორტფოლიო მივამაგრეთ ჩვენს ბლოგს .ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ ტრენერს.

Saturday, March 5, 2016

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციაზე, კონკრეტულად ბუკლეტზე განვიხილეთ სახელმძღვანელოდან ქიმიის მასწავლებლის ბუკლეტი, ვისაუბრეთ რა დანუშნულება აქვს ბუკლეტს და ვინ შეიძლება იყოს სამიზნე ჯგუფი. დავალებად მივიღეთ ფურცელზე მოვამზადოთ ბუკლეტის მონახაზი. ვისაუბრეთ აქტივობების მნუიშვნელობაზე ჩამოვაყალიბეთ როგორ უნდა გავწეროთ აქტივობები პროექტის მიზნების გათვალისწინებით დავიწყეთ საკუთარი აქტივობების წერა,  პროექტის გეგმის შაბლონში განახლებული პროექტის გეგმა ავტვირთეთ ღრუბლებში.
სამასი არაგველი1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა რაზმი, რომელიც შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვის-პირელი გლეხისაგან. გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს რომ ან გაიმარჯვებდნენ ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა: „1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატიტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე.“[1]
Image result for არაგვი და არაგველები
არაგვის ხეობა — ხეობა ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვის ხეობაში აღმოჩენილია ძველი ქვის ხანის (ბაზალეთის პლატო), ადრინდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები (დიდველი-ხადას ხეობა, ჟინვალი, არაგვისპირი). ცნობილია ხადის, ჭიკაანის, ჩაბახურის, ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის, ბულაჩაურის გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები. არაგვისა და მტკვრის შესართავთან უკვე ბრინჯაოს ხანაშიყოფილა დიდი დასახლება, რომლის საფუძველზე ანტიკურ ეპოქაში ქართლის (იბერიის) სამეფოს ძველი დედაქალაქი მცხეთა წარმოიქმნა.
წინაელისტურ არაგვზე გადიოდა აღმოსავლეთი საზღვარი ზენა სოფლისა, რომელსაც შემდგომში შიდა ქართლი და სასპასპეტო ეწოდებოდა. იგივე არაგვი იყო, ერთი მხრით, ქართლისა და, მეორე მხრით, კახეთ-კუხეთის, ხოლო მოგვიანო ხანებში კახეთის საზღვარი (IX-XI სსუკუნეებში კახეთის სამთავროს გაძლიერებასთან დაკავშირებით, ქართლ-კახეთის საზღვარი ქსნის ხეობაზე გადიოდა. გვიან საუკუნეებში ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი არაგვსა და გუდამაყრის ქედს გასდევდა).
არაგვის ხეობაზე უძველესი დროიდან გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზა ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთთან. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი მის შესახებ აღნიშნავს: „ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარეებიდან დაახლოებით სამი დღის ძნელი ამოსასვლელია, ხოლო ამის შემდეგ არის საცალფეხო გზა მდინარე არაგოსის ვიწრო ხეობაში, დაახლოებით ოთხი დღის სავალი, ხოლო გზის ბოლო ძნელად ასაღები კედლით არის გამაგრებული“ (ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, 1957, გვ. 129). ქართული წყაროების მიხედვით არაგვის ხეობის მთიანი ნაწილი წმ. ნინოს (IV ს.) ადრეული სამისიონერო მოღვაწეობის სფერო იყო, ადრინდელი ფეოდალური ხანიდან არაგვის ხეობაში შედიოდა რამდენიმე თემი: ფხოვი (ფშავ-ხევსურეთი),გუდამაყარი (გუდამაყრის ხევი), წილკანი (თეთრი არაგვის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, შემდგომდროინდელი ხადა), ცხავატი - ტერიტორია სოფ. ქვეშეთის სამხრეთით, მთიულთკარამდე (ახლანდელი სოფ. ხამუშა). თავდაპირველად ცხავატი, ხოლო შემდეგ ხადა-ცხავატი შეადგენდა მთიულეთს. ხეობის ნაწილს მთიულთკარის სამხრეთით, დაახლოებით ანანურამდე, ეწოდებოდა ჭართალი, ხოლო მის სამხრეთით ვრცელ თემს - ბაზალეთი, რომელიც სამუხრანომდე აღწევდა, ხეობის სამხრეთ-აღმნოსავლეთ ნაწილი (არაგვის მარცხენა ნაპირი) შეადგენდა წობენისა და ხერკის ანუ საგურამოს თემებს.
კრწანისის ყაყაჩოები
 სამასი არაგველის ხსოვნას 
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, 
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
 შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?! 
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
 შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?! 
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
 იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, 
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად: 
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, 
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღიალა?!
 ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
ლადო ასათიანი1940

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

    ტრენინგის მეოთხე დღეს :
1) განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია;
2) ვისაუბრეთ თითოეულ სტრატეგიაზე;
3) წიგნიდან შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები შევიტანეთ ჩვენს გაგმაში;
4) გავაკეთეთ ონლაინ ტესტები ღრუბლებში მოსწავლეთა წინარე ცოდნის, საჭიროებების დასადგენად.

Saturday, February 13, 2016

მესამე დღე

მესამე დღე კიდევ უფრო საინტერესოა .შევიმუშავეთმიზნები პროექტისათვის,შევიტანეთ გეგმის შაბლონში,განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის და ასევე შევიტანეთ შაბლონში.მეტად საინტერესოა ღრუბლებში მუშაობა სადაც შევქმენით ვორდის დოკუმენტი.დღევანდელი ტრენინგი ძ...ალიან მომეწონა.

მეორე დღე

 - განვიხილეთ გეგმის შაბლონი,დავამუშავეთპროექტის თემები,განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა.ძალიანსაინტერესო აღმოჩნდა შებრუნებული საკლასო ოთახი.დღევანდელი დღე ვფიკრობ რომ იყო ნაყოფიერი  და მეტად სასარგაებლო. მინდა მადლობა მოვუხადო ტრენერს ,იგი არის კომუნიკაბელური ,უშუალო და საოცარი გადმოცემის უნარი აქვს.